ქუთაისში ფუტკრის პროდუქტების საახალწლო ბაზრობა გაიმართება.

ბაზრობა იმერეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, 14 დეკემბერს ჩატარდება.

საახალწლო ბაზრობაზე ფუტკრის პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის: თაფლი, ფუტკრის რძე, დინდგელი, სანთელი, თაფლის არაყი და სხვ.

პატარების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ მსახიობი ფუტკრები, ჩატარდება ვიქტორინა.

ბაზრობას ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *