დასაქმებულთა მეტად ინფორმირების მიზნით, მოწვეულმა ექსპერტმა რაისა ლიპარტელიანმა,
ქუთაისში 9 დეკემბერს ერთ დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მიზანი მძიმე, მავნე და საშიშ ნივთიერებებთან მომუშავე ადამიანების გადამზადება სოციალური დიალოგის მექანიზმებზე იყო. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულის ქვანახშირის, “ჯორჯიან-მანგანეზის,” რომლის მფლობელობაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურმანგანუმი, დასაქმებულმა პირებმა. ტრენინგს აღნიშნული საწარმოებიდან 20 წარმომადგენელი დაესწრო.
,,”უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საწარმოებში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სოციალური დიალოგის არარსებობა. აღნიშნულს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სოციალური დიალოგის თაობაზე ცნოებიერების დაბალი დონე, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს შორის. მხარეები ვერ აცნობიერებენ იმ სიკეთეებს და სარგებელს, რაც შეუძლია მოიტანოს სოციალურმა დიალოგმა, მხარეებს შორის და დავების პრევენციის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში სოციალურ დიალოგს დამსაქმებელი ხარჯების გაზრდას უკავშირებს. მეტიც, ნაკლებია მხარეების მხრიდან სოციალურ დიალოგში ჩართვის მზაობა. თუმცა ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამ დიალოგის დაწყების და მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანია დასაქმებულების და დამსაქმებელთა მეტად ინფორმირებულობა, რაც ხელს შეუწყობს შრომით უფლებების საკითხების დარეგულირებას.” – განაცხადა პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ.
პროექტი 8 თვის მანძილზე განხორციელდება იმერეთის რეგიონში, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცცვლილებების შესახებ რეგიონული მედიის წარმომადგენლების ინფორმირებულობას. პროეტის ბოლო ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელდება მონიტორინგი ტყიბულის ქვანახშირის, ჭიათურ მანგანუმის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ანგარიშის სახით გამოიცემა და რიგ საკითხებზე მომზადდება რეკომენდაციები.
შრომის უსაფრთხოების მიმართულბას ორი თავი ეთმობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში. მე-6 კარის მე-13 და მე-14 თავი დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და თანაბარ შესაძლებლობებს მოიცავს. ამ თავის მიზანია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის შემცირება, გაძლიერებული სოციალური ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება და გაუმჯობესებული ცხოვრების დონეა.
შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია შემდეგი ღონისძიებები: შესაცვლელია დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისკენ. შრომის ბაზარზე აქტიური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა.