“ბიძინას გზა- სოლომონის მემკვიდრეობა”-
საჩხერეში, ჭორვილაში გარბენი მოეწყო. მოძრაობა 20/30-იანელების წევრების თქმით, მათ სურთ გაიარონ ის გზა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თბილისამდე გაიარა.
“ამ გარბენით ჩვენ გვინდა ივანიშვილის ერის მამის მიმართ სიყვარული გამოვხატოთ. ბიძინამ გაიარა ეს გზა და ჩვენც გვინდა გავიაროთ. ჩვენი მიზანია, როგორც ამ ქვეყნიურად დავაფასოთ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი, ასევე იმ ქვეყნად. რაც გულისხმობს იმას, რომ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ 100 წლის შემდეგ ბატონი ბიძინა ვაჟას გვერდით, მთაწმინდაზე დაიმარხოს,”-ამბობს მოძრაობის წევრი, საბა ყაველაშვილი.