საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებრლმა მამუკა
ხაზარაძემ სამტრედიაში თანამედროვე სასათბურე მეურნეობა “იმერეთი გრინერში” “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ, მათ შორის ბიზნესს, საბანკო სექტორს, პოლიტიკასა და განათლებას. ახალი წევრების ჩამონათვალი ასეთია: ფრიდონ გაფრინდაშვილი, მიტროფანე სტურუა, მანანა ბანძელაძე, დავით ჩხეიძე, თამარ წალავაიძე, გია პატარიძე, გიორგი მახარაძე, ნათია ხელაია, გიორგი ბათაშვილი, ლილე მაღლაფერიძე, დიმიტრი აბაშიძე.
მამუკა ხაზარაძე ,,ლელოს”” სხვა ლიდერებთან ერთად ქუთაისში მცხოვრებ მოსახლეობასა და მხარდამჭერებსაც შეხვდა, სადაც ადგილობრივებთან არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ფოტო: “ლელო”