ჭიათურაში “ჭიათურობა” 2019″ აღინიშნა. დღესასწაულმა სტარტი
ნაგუთის დასახლებიდან აიღო. ნაგუთის ხარების სახელობის ტაძარში ჩატარდა წირვა, სადაც ტაძრის წინამძღვარმა დღესასწაულის სტუმრები და მონაწილეები დალოცა. დაგეგმილი აქტივობები მარიკა ბარათაშვილის სახელობის სკვერში გაგრძელდა, სადაც ფოტო და ხელნაკეთი ნივთები იყო გამოფენილი, გაიმართა სპორტული სანახაობები.
კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში ყანჩელის თემაზე საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული პიანისტის სანდრო გეგეჭკორის, პირველ სამუსიკო სკოლის გუნდისა და ქორეოგრაფიული ანსამბლ “ფესვების” ერთობლივი იმპროვიზაცია შესრულდა.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სახანძრო სამაშველო ტექნიკის პრეზენტაცია.
ასევე პირველად “ჭიათურობის” დღესასწაულზე გაიმართა “ჯომარდობა”.
დღესასწაულის ბოლოს გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ჭიათურელები.
ფოტო: ჭიათურის მერია