ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მოქალაქეთა
თავისუფალი ინიციატივების კონკურსი დასრულდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული ინიციატივა. მოქალაქეების გადაწყვეტილებით, რომელთაც ხმის მიცემა მერიის ოფიციალურ გვედზე გამოქვეყნებული ათი რჩეული ინიციატივისათვის შეეძლოთ, გამარჯვება შემდეგმა იდეებმა მოიპოვეს: გაგა ამბროლაძე – წყალწითელას სანაპირო; ივანე გოშხეთელიანი -ხელოვნების პლენერი; მაგდა ფურცხვანიძე – მიწისქვეშა გადასასვლელი.
გამარჯვებული ინიციატივები 2020 წლის ბიუჯეტში აისახება.
მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების კონკურსში მონაწილეობა 90-მდე მოქალაქემ მიიღო.
ფოტო: ქუთაისის მერია