“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ქუთაისში, ოქროს
ჩარდახის რომელიმე სივრცისთვის ემზარ ჯინჭარაძის სახელის მინიჭებას ითხოვს. ინიციატივა შუშანიამ ქუთაისის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გააჟღერა. მისივე თქმით, ასევე უნდა განთავსდეს მემორიალური დაფა, სადაც ასახული იქნება ემზარ ჯინჭარაძის ღვაწლი ოქროს ჩარდახის შენარჩუნების და მოვლა-პატრონობის საქმეში.
ემზარ ჯინჭარაძე ოქროს ჩარდახის დირექტორი იყო, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ოქროს ჩარდახის გადარჩენა და იმ სახით შენარჩუნება, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი. გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესება დასახელდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე