ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების
კონკურსი დღეს სრულდება. მოქალაქეებს სასურველი პროექტისათვის ხმის მისაცემად რამდენიმე საათი დარჩათ. ქუთაისში მცხოვრებლებმა არჩევანი ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოვლენილ ათ საუკეთესო ინიციატივას შორის უნდა გააკეთონ. მოქალაქეები ხმას შემდეგ ინიციატივებს აძლევენ:
1. ღირსშესანიშნაობათა სტენდი;
2. წყალწითელის სანაპიროს მოწესრიგება;
3. ხელოვნების პლენერი / ქუთაისი 2020;
4. მულტიფუნქციური სველი წერტილები ქალაქში;
5. “ძეგლის ალტერნატივა”;
6. ელექტრონული გზამკვლევი ტურისტებისთვის;
7. ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული სივრცე სანაპიროებზე;
8. იპოდრომი;
9. მიწისქვეშა გადასასვლელი, როგორც უსაფრთხო გადაადგილების საშუალება და “ანდერგრაუნდ” საგამოფენო-გასართობი სივრცე;
10. ” ქუთაისის” აბრის განახლება.
6 ნოემბრის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 1021-მა მოქალაქემ მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა მიწისქვეშა გადასასვლელების, როგორც “ანდერგრაუნდ” საგამოფენო-გასართობი სივრცის მოწყობამ მოიპოვა.
გამარჯვებული ინიციატივები 2020 წლის ბიუჯეტში აისახება.
ფოტო: 2019 ქუთაისი – მონაწილეობითი ბიუჯეტირება