ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში წითელ ნუსხაში შეტანილი

გარეული ცხოველი მურა დათვი მოკლეს. ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს. მურა დათვი სოფელ უხუთში მცხოვრებმა გოჩა ხურციძემ მოკლა. ადგილობრივების ვერსიით, ხურციძეს ტყეში შინაური პირუტყვი დაეკარდა და მის საძებნად წავიდა, ხოლო მისი ოჯახის წევრების განმარტებით, ხურციძე ტყეში კაკლის შესაგროვებლად იყო წასული.

“წავიდა ტყეში, კაკალი უნდა მოებოჭა. არც ძაღლი წაუყვანია. ამ დროს შეეჩეხა დათვი და იძულებული გახდა მოეკლა, დაიცვა თავი, ასეთ ადამიანს არანაირი ჯარიმა არ ეკუთვნის. სანადიროდ არ დადის, ავადმყოფი შვილი ჰყავს და მას უვლის,”-ამბობს ხურციძის მეუღლე. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.

საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეყვანილ ცხოველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.


ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *