ქუთაისის აეროპორტი გასული 10 თვის ტოპ 5 ყველაზე პოპულარული
მიმართულებების სიას აქვეყნებს. ხუთეული ასე გამოიყურება: ვარშავა, ბერლინი, ვენა, კატოვიცე, დორტმუნდი.
შეგახსენებთ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. აღნიშნული აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”