მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა
და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 237 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში – 62, იმერეთში – 56, ქვემო ქართლში – 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, შიდა ქართლში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 9, გურიაში კი – 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3,000 მ3-მდე ხე-ტყე.
დარღვევები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი