ქუთაისის ბაგა ბაღებში გაზმომარაგების კომპანიის რეკომენდაციით

სამუშაოები ჩატარდება. მათი მოთხოვნით, გათბობის ქვაბები შენობის გარეთ განთავსდება. სამუშაოებისათვის ააიპ “ბაგა ბაღების გაერთიანებამ” ბიუჯეტიდან 167 000 ლარი მიიღო.

გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ სამუშაოები ახალი რეკომენდაციების შემოსვლამ განაპირობა და უსაფრთხოების ნორმები მანამდეც დაცული იყო.

“ყველა უსაფრთხოების ნორმა დაცული იყო და არანაირი საშიშროება არც მანამდე ყოფილა, მაგრამ ეს ახალი რეკომენდაციები შემოსულია და ჩვენც უნდა გადავიდეთ,”-განაცხადა წიტაიშვილმა.

სამუშაოები 30 ბაღში სასწავლო რეჟიმის პარალელურად ჩატარდება და როგორც წიტაიშვილი ამბობს, აღსაზრდელებს დისკომფორტი არ შეექმნებათ.

სამუშაოების ჩატარების ზუსტი ვადები ტენდერის გამოცხადების შემდეგ გაირკვევა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *