ქუთაისში, სინოდის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუთაის-გაენათის ეპარქიის
ხელმძღვანელად დადგენილი, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა, საგალობლები შეასრულეს და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები წარმოადგინეს.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სასულიერო პირები და იმერეთის რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოტო: იმერეთის მხარე