საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5-6 ნოემბერს
ქუთაისში, მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვები ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში დაწესდა.
“შპს “ბლექ სი გრუპს” ესაჭიროება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 224-კმ 229 მონაკვეთზე, მდებარე მდ. რიონის ხიდზე ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა. რის გამოც, 2019 წლის 5 ნოემბრის 21:00 სთ-დან 2019 წლის 6 ნოემბრის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.