ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა იწყება. პირველ ეტაპზე 12 ჰექტარი
ტერიტორია განაშენიანდება. მშენებლობის ნებართვის გაცემას ქუთაისის საკრებულომ მხარი გასული კვირაში დაუჭირა. მერიაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე კომპანია მშენებლობას ცარიელ ტერიტორიაზე ახორციელებს.
“დღეის მდგომარეობით, გდგ წარმოდგენილია 12 ჰექტარზე. პირველ ეტაპზე სამი შენობა განთავსდება. ეს არის ადმინისტრაციული, სასაწყობო და სარეკრეაციო. თავდაპირველად ჩინური მოდელები იწარმოება, შემდეგ კი ქართული. შემდეგ ჯერზე, ნაწილების დასამზადებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში, კომპანიას გდგ-ში ცვლილებების განხორციელება მოუწევს,”-ამბობს მერიის ააიპ “არქიტექტურის სამსახურის უფროსი” რუსუდან ჩინჩალაძე.
მშენებლობის პირველი ეტაპი 6 თვეში უნდა დასრულდეს.
ჯამში, 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება როგორც ელექტრომობილების ქარხანა ასევე, სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოები. კომპლექსი დასრულებულ სახეს სამ წელიწადში მიიღებს.
ფოტო: “აიგრუპი”