წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის” ორგანიზებით გაიმართა. RICDOG ERASMUS+ – ის სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში პროექტს სახელწოდებით “Inclusive Youth Work”” ახორციელებს.
RICDOG-ის გენერალური მდივნის თქმით პროექტისა და შეხვედრების მთავარი თემა არის სოციალური და ინკლუზიური საკითხების მიმართულებით პირადი და პრაქტიკული გამოცდილება გაზიარება.
“პროექტში ჩართული ყველა მონაწილე ერთობლივად ქმნის სახელმძღვანელოს, რომელიც მათ პირად გამოცდილებაზე არის დაყრდნობილი და რომელიც რამდენიმე ენაზე გამოიცემა. RICDOG-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზება და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება” – ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.
“გვინდა გავიუმჯობესოთ ჩვენი შესაძლობელები, თითოეულ ჩვენგანს აქვს მსგავსი საჭიროებები და აქ ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მოდულები, რომ ჩვენმა ახალგაზრდა მუშაკებმა გააუჯობესონ მუშაობა. ეს გამოცდილება ასევე დაეხმარება ჩვენს ქვეყანაში იმ პირებს ვისაც ახალგაზრდებთან მუშაობა უწევთ”- ამბობს ტარტუს ახალგაზრდული ცენტრის განვითარების მენეჯერი ესტონეთიდან მარილის მარამე.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია პოლონეთის, ესტონეთის, სომხეთისა და საქართველოს 16 ახალგაზრდა მუშაკი. ხოლო ტრენიგების დასრულების შემდეგ ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლები ერთობლივად ინკლუზიური მიმართულებით ახალგაზრდებთან მომუშავე პირთათვის საერთაშორისო სოციალურ ქსელს შექმნის.