30 ოქტომბერს მეტალურგის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12:00 საათიდან დაიწყება. მეტალურგიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგი:
12:00 საათი – გარემოსდაცვითი აქცია “გაამწვანე მომავალის” და ქალაქის დასუფთავების პროექტების პრეზენტაცია.
17:00 საათი- გიორგი ნიკოლაძის მემორიალის შემკობა გვირგვინით
18: 00 საათი- საზეიმო კონცერტი და 18 წარმატებული მეტალურგის დაჯილდოვების ცერემონიალი.
19:00 საათი- ღონისძიების დასკვნითი ნაწილი – სადღესასწაულო ფოიერვერკი.
შეგახსენებთ, რომ 1933 წლის 30 ოქტომბერს ზესტაფონის ქარხანაში პირველი დნობა განხორციელდა. ეს თარიღი ქარხნის ამუშავების ოფიციალურ დღედ არის გამოცხადებული. 1937 წლის ბოლოსთვის, ქარხანამ 11 სახეობის ფეროშენადნობი გამოუშვა და მანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა საწარმოდ ტრანსფორმირდა.