ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით
“მე დავბრუნდები” იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ გვერდებზეც განთავსდა. ვირუსი ქუთაისის, ვანისა და საჩხერის მერიების ოფიციალურ გვერდებზე გავრცელდა. ამ დროისათვის ფოტო კვლავ რჩება ვანის მერიის ვებ-გვერდზე, არ ფუნქციონირებს ქუთაისის მერიის გვერდი, ხოლო საჩხერის მერიის ვებ-გვერდი ფუნქციონირებას გამართულ რეჟიმში აგრძელებს.
ჰაკერული შეტევის შედეგად დაზარალდა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს topnews.com.ge-ც.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 284-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე