ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჰოსპიტალის დირექტორი ამბობს, რომ მუშას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნება. საავადმყოფოში მას ინტრავენული სისხლდენის შეჩერება, ძვლების და მენჯის ფიქსაცია, წინა მხრის და ბარძაყის ფიქსაცია ჩაუტარდა.
“მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება”-განაცხადა ირაკლი გოგინავამ, ჰოსპიტალის დირექტორმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ნიკეას ქუჩაზე მშენებლობაზე დასაქმებული აზერბაიჯანის მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.