“ევროპა ჩვენი სახლია”-ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ვახტანგ სიხარულიძე
ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე გადაამისამართეს. სიხარულიძემ ინტერვენციული მედიცინის ცენტრს ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ოქტომბერს, ღამით მიმართა.
“ინტოქსიკაციის ნიშნებით, ჩემი მანქანით მივედი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც ყურადღება არ მომაქციეს და სასიკვდილოდ გამწირეს. უარი მითხრეს პირველადი დახმარების გაწევაზე. არც წნევა გამიზომეს, არც კუჭი ამომირეცხეს და არც სასიცოცხლო პარამეტრები შეაფასეს. ჩემი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იყო. ამის შემდეგ ჩემმა მეუღლემ ტაქსით წამიყვანა სხვა კლინიკაში. ეს არის სისტემური პრობლემა და სისტემური დანაშაული. ეს ამბავი მხოლოდ მე არ შემთხვევია, ასეთი მოვლენები ხშირია. უნდა დაიწყოს მოკვლევა ამ საკითხზე,”-ამბობს სიხარულიძე.
სიხარულიძემ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის სახელზე წერილი მოამზადა, რომელშიც ის მინისტრს მომხდარზე რეაგირებას სთხოვს.