ქუთაისში “ხელოვნების პლენერის” მოწყობას ითხოვენ.

ინიციატივა მოქალაქე ივანე გოშხეთელიანს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი იდეა ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე დაარეგისტრირა. ღონისძიება სამდღიანი ფესტივალის მოწყობას გულისხმობს. 

“სამდღიან ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან ქვეყნის გამოჩენილი არტისტები და ხელოვანები. ღონისძიების ორი დღე დაეთმობა ხატვის პროცესს. დამთვალიერებლები შეძლებენ ღია ცის ქვეშ ცოცხალი მუსიკის თანხლებით დააკვირდნენ თუ როგორ იქმნება ის ნამუშევრები, რომელთა ნახვასაც აქამდე მხოლოდ დასრულებული სახით ახერხებდნენ გალერეებსა და მუზეუმებში. პროექტი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რათა აამაღლოს ცნობადობა კულტურის დარგში, ხელი შეუწყოს ქალაქში მოღვაწე ხელოვანებს და შექმნას მასშტაბური კულტურული ფესტივალის პრეცენდენტი,”-ამბობს იდეის ავტორი.

ინიციატივის ავტორის განმარტებით, ფესტივალი ტურიზმის სფეროსაც განავითარებს და ახალგაზრდებს მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *