იმერეთში ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კოტე ჭარხალაშვილმა
ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. ჭარხალაშვილი ამბობს, რომ ცნება “ქუთაისის ტურიზმი” არ არსებობს და ტურიზმი რეგიონალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მისივე თქმით, განვითარების სტრატეგია მთელი ქვეყნისათვის საერთო უნდა იყოს. ჭარხალაშვილი მთავარ პრობლემებად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და არაკომპეტენტურ კადრებს ასახელებს.
“გვაქვს ბაზარი, მაგრამ არ გვაქვს სერვისი. მოუწესრიგებელია ავტოსადგური, საპირფარეშოები, კვების ობიექტები. გაუმართავია მომსახურების სფერო. გარდა ამისა, ტურიზმის სფეროში მომუშავე კადრებს, ტუროპერატორებსა და გიდებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება,”-განაცხადა იმერეთში ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
ჭარხალაშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი სტრატეგიის არ არსებობაა. მისივე თქმით, კადრების ცვლილებასთან ერთად სტრატეგიებიც იცვლება.