ქუთაისში, “გვირაბი 95”-ში დასაქმებული მოვაჭრეები მიწისქვეშა გადასასვლელში
არსებულ ანტისანიტარიას აპროტესტებენ. მათი თქმით, გადასასვლელის კედელში მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემიდან წყალი ჟონავს, რაც დისკომფორტს მყიდველებსაც და ტურისტებსაც უქმნით. მათივე განცხადებით, ძლიერი წვიმების დროს მდგომარეობა უარესდება.
“2 წელზე მეტია ასეთ მდგომარეობაში ვართ. ჩვენთან უამრავი ტურისტი მოდის. 21-ე საუკუნეში ასეთი მდგომარეობა სირცხვილია. ჩვენ გამო თუ არ აგვარებენ პრობლემას, უცხოელების გამო მაინც მოაგვარონ. ფაქტია, საშინელი ანტისანიტარია და სუნია, ადგილზე მოვაჭრეებიც ძალიან შეწუხებულები ვართ,”-ამბობენ ადგილზე დასაქმებულები.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წყალმომარაგების კომპანიას არაერთხელ დაუკავშირდნენ, თუმცა, პრობლემის სრულად აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ფოტო: “ძველი ქალაქი”