ზესტაფონში ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა დილით მოხდა.
ადგილზე მყოფები მომხდარის მიზეზებზე დაზუსტებით ვერ საუბრობენ. მათი თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კარგი ოჯახიდან იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ 22 წლის კაცზე ძალადობას ადგილი არ ჰქონდა. ისინი ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპსაც” გამორიცხავენ.
“ძალიან მშვიდი და კარგი ადამიანი იყო. ოჯახში რაიმე პრობლემა არ ჰქონია. ჩვენც გაოცებულები ვართ,”-ამბობენ ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.