“ზესტაფონობა 2019”-ის სახალხო დღესასწაულზე გიგანტური
ზომის ხაჭაპური გამოაცხვეს. ხაჭაპურის დაჭრაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და რწმუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილიც ჩაერთვნენ.
“ზესტაფონობა 2019” – ის ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში. მიმდინარეობს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია.
ღონისძიებების მიმდინარეობისას დაგეგმილია “ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების” წარდგენა დაჯილდოვება. სახალხო ზეიმი გალა კონცერტით დასრულდება. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი “ფორტე” და ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ.
ზესტაფონში გამართულ სახალხო დღესასწაულებს, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების – ტაურაგეს, ტჩევის და კირიათ ბიალიკის პირველი პირები ესწრებიან.
ფოტო: ზესტაფონის მერია