“დურუჯი 2019-ის” მოკლე ნუსხა ცნობილია. ქუთაისელი რეჟისორის
სპექტაკლი “კეჰაბე” თეატრალური პრემიის სამ ნომინაციაშია წარდგენილი. სპექტაკლი გამარჯვებისათვის შემდეგ კატეგორიებში იბრძოლებს: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა”, საუკეთესო მუსიკა.
დაჯილდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება.
წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე