ლადო მესხიშვილის თეატრს უკრაინული თეატრალური დასი ესტუმრება.
ქალაქ ვინიცას სადოვსკის სახელობის მუსიკისა და დრამის რეგიონული აკადემიური თეატრი სპექტაკლს ,, კვიტკა ” წარადგენს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი უკრაინის სახალხო არტისტი ტაისა სლავინსკაიაა, მხატვარი ტატიანა გუსევა კოვტუნი, ხოლო ქორეოგრაფი უკრაინის დამსახურებული არტისტი დიანა კალაკაი.
ჩვენება 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე დაიწყება.
ფოტო: მესხიშვილის თეატრი