ქუთაისში ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.