ქუთაისში მოსახლეობა ქალაქში შესასვლელი აბრისა და მიმდებარე
ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვს. მოქალაქე მარიამ ხუბუკელაშვილმა ინიციატივა მერიის ვებ გვერდზე დაარეგისტრირა. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, იდეა 10 საუკეთესო ინიციატივაში მოხვდა.
“ქუთაისის შემოსასვლელში, ზესტაფონის მხრიდან, საიდანაც უამრავი ადამიანი შემოდის ქალაქში და პირველი შთაბეჭდილება უჩნდება ჩვენი ქალაქის ვიზუალზე, ხვდება ქალაქის აბრა თავისი დასახელებით, რომელსაც ესაჭიროება რეაბილიტაცია. ასევე, კარგი იქნება თუ სტუმრებს შევუქმნით კარგ განწყობას და აბრაზე დავწერთ შესაბამის სლოგანს. მაგალითად, “ქუთაისი ღიმილის ქალაქია”,”-წერს იდეის ავტორი.
მოქალაქეთა 10 საუკეთესო ინიციატივიდან ხმის მიცემის საშუალებით 3 საუკეთესო გამოვლინდება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში განხორციელდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე