სამეგრელოში, რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა. “ხაჭაპურის კონკურსში” საქართველოს
სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. იმერეთის წარმომადგენლები გამარჯვებული ორ ნომინაციაში გახდნენ.
ნომინაციები ასე გადანაწილდა:
მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო – ბელა კუპრავა;
ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია – რესტორანი “მენძელი”;
ყველაზე სწრაფი მცხობელი – დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი);
საუკეთესო მცხობელი – ნელი ბოჭორიშვილი (ზესტაფონიდან);
ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური – “ოკო” (საცხობი ქუთაისიდან);
მომავალის ხაჭაპური – კოლეჯი ,,ახალი ტალღა”;
საუკეთესო ხაჭაპური – რესტორანი “შინ და გორი”.
ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე