ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახები დაგვიანებული
დახმარების დარიცხვას ითხოვენ. ბენეფიციარები დღეს ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში მივიდნენ და განმარტება მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები 80-მდე ოჯახიდან დახმარება მხოლოდ 4-მა მათგანმა აიღო.
“სოციალური დახმარება გუშინ საღამოს უნდა დაგვრიცხვოდა, მაგრამ არ დაგვერიცხა. სახლში არავის გვაქვს საჭმელი, ველოდებოდით დახმარებას. მოვედი სააგენტოში და გვითხრეს, ტყუილად ნუ დგახართო. არავინ შემოვიდეს შინგით მაგ თემაზეო. არანაირ პასუხს არ გვაძლევენ. გვიჭირს, გვშია, პატარა ბავშვები გყავს,”-ამბობს თამთა ფურცხვანიძე.
თამთა ფურცხვანიძე აცხადებს, რომ სოციალური დახმარების დაგვიანების მიზეზი შესაძლოა ქულების ხელმეორედ დაგეგმილი გადამოწმება იყოს.
სოციალური დახმარება ჯამში 300-მდე ოჯახს შეუჩერდა.
სოციალურად დაუცველებმა ქუთაისის მერიასთან გზის გადაკეტვაც დააპირებს, თუმცა, მათივე თქმით, მერიაში დახმარებას დაპირდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბენეფიციარები კვლავ სოციალური მომსახურების სააგენტოში მივლენ.