ივნისის თვეში ხარაგაულში სტიქიის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული
ზარალი ხარაგაულის მერის მიერ მოწვეულმა აუდიტმა შეისწავლა. ზარალის საერთო რაოდენობამ 84 000 ლარი შეადგინა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, თანხების გაცემა ზამთარში დასრულდება.
შეგახსენებთ, გასული ზაფხულის ივნისის თვეში მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა, ჩხერიმელამ და ლეღვნულამ ხარაგაულის სოფლები დააზარალა. განადგურდა ინფრასტრუქტურა და წაიღო ხიდები. მუნიციპალიტეტში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა.
ფოტო: ხარაგაულის მერია