მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების, დავით
და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მოწამეთას მონასტერში წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა აღავლინა.
მოწამეთობის დღესასწაულზე მორწმუნეები იმერეთის მხარეს საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც სტუმრობენ.
გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა. მორწმუნეებს შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც ტრადიციულად სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.
ფოტო: იმერეთის მხარე