ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, აგვისტოს ომის მემორიალი დააზიანეს.
ჩამსხვრეულია მინის კონსტრუქცია.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაიჭრა და დაშავდა 2 232 ადამიანი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.