დღეს, 15 ოქტომბერს, მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი
ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.
გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.