სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც საქართველოს
პარლამენტს წარედგინა, ქუთაისის გარდა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც მოხვდენენ.
დოკუმენტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერზე სატენდერო კომისიამ ვერ გამოავლინა შესაძლო აფიდავიტის პირობების დარღვევის რისკები. კერძოდ, ტენდერში მონაწილეობას იღებდა 2 ფირმა, რომელთა მესაკუთრეებიც ერთმანეთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან. საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა პრეტენდენტთან, რომელმაც 412.8 ათასი ლარით მეტი ფასი დააფიქსირა დისკვალიფიცირებულ პრეტენდენტთან შედარებით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში შეისყიდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, 582 ათასი ლარი დახარჯა ისეთ პროექტებზე, რომლებიც დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული პროექტები ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის სისტემების, წისქვილის, სპორტული მოედნებისა და ბიბლიოთეკის მოწყობის სამუშაოებს. პროექტების დაუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს სამუშაოების არასათანადოდ დაგეგმვა და ფინანსური რესურსების არასწორი განაწილება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გამოუყენებელი მასალების ნაშთი სახელმწიფო აუდიტის სამსახური 25 შეადგენდა 744 ათას ლარს. აღნიშნული ნაშთი მოიცავს როგორც 2016-2017 წლებში შესყიდულ მასალების, ასევე 2016 წლამდე პერიოდში შეძენილი მასალების ღირებულებას. მასალების დათვალიერებით ირკვევა, რომ მათი ნაწილი უვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო ნაწილის ადგილსამყოფელი ვერ იქნა დადგენილი. შესაბამისად, ვერ მოხდა საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი აქტივების დანიშნულებისამებრ გამოყენება.