ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად 141 ათას 589 ლარია განკუთვნილი.
ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა.
უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა; გარე განათების სისტემა და დეკორატიული სანათები; დაირგვება ახალი ნარგავები, იგეგმება ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმნიშვნელი სიმბოლოების მქონე ძელ სკამებისა და ურნების განთავსება; სასმელი წყლის მიწოდების წერტილების მოწყობა , სკვერის პერიმეტრის შემოღობვა. დამონტაჟდება ატრაქციონები, მოეწყობა ტრენაჟორები.
სატენდერო წინადადებების მიღება ამჯერად 13 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.