“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის
განცხადებით, ტექნიკური დათვალიერებისა და ქულათა სისტემის შემოღებამ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შეამცირა. წინა წელთან შედარებთ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა 2 პროცენტითაა შემცირებული.
,,წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი შემცირდა დაახლოებით 2 პროცენტით. დაშავებულთა რიცხვი 10 პროცენტით. ეს არის პროგრესი რათქმაუნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კიდევ მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მცირე პროგრესებს მივაღწიოთ. ამით ასეულობით ადამიანს გადავარჩენთ დაღუპვისგან.”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.