“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის
განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ პრობლემატურია. მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში ზებრა გადასასვლელები ისეა დახაზული, რომ საფრთხის შემცველია.
,,ჩვენ შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, რომ საგზაო უსაფრთხოება არ არის მაღალ დონეზე. ის ინფრასტრუქტურა რაც არსებობს, დღე არ გავა არ გავიგოთ, რომ ხდება საგზაო შემთხვევა და ამას მოჰყვა მსხვერპლი. ერთია ადამიანის ქცევა შეცვალო და სიჩქარე შეამცირო, მნიშვნელოვანია დავახვედროთ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უსაფრთხო გზები. ზებრა გადასასვლელები ისეა დახაზული, რომ ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ საფრთხის შემცველია ქვეითისათვის. რათქმაუნდა ტრანსპორტი, რომელიც დღეს ქვეყანაშია 10 წელს გადაცილებულია, გაუმართავია ტექნიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ინსპექტირება არსებობს, მაინც საჭიროა ამ მიმართულებით გაძლიერება და ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვა.”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.