ჭიათურაში მაღაროელების დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებები 12:00 საათიდან
არის ჩანიშნული. მაღაროელების შვილებისათვის გასართობი სივრცე და სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებები მოეწყობა. ჩატარდება ანიმატორების სკეტჩები, ქიმიური და ცეცხლოვანი შოუ, იქნება მოძრავი ატრაქციონები, ასევე, სახატავი სივრცეები. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტო-კუთხეში სამახსოვრო სურათები გადაიღონ, ანიმატორებთან ერთად სხვადასხვა გათამაშებებში ჩაერთონ და ტკბილეული დააგემოვნონ.
მთელი დღის განმავლობაში, ჭიათურის ქუჩებში მოსიარულე ორკესტრი სადღესასწაულო მარშით იმოძრავებს. ღონისძიების ბოლოს, 17 წარმატებული მაღაროელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც საზეიმო კონცერტით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორი “ჯორჯიან მანგანეზია”.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე