ქუთაისში წყალწითელას მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ქუთაისის
ერთ-ერთმა ბარ-რესტორანმა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის მიზანი მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისათვის ერთი ჩვეულებრივი დღის გახალისება და მათდამი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.
,,ქუთაისის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ბარ-რესტორნმა ,,დები” . საქველმოქმედო აქციის იდეის ავტორები უკრაინელი და ამერიკელი სტუმრები არიან. მათ შორის ვარ მეც. ამ საქველმოქმედო აქციის მიზანია ის, რომ სიკეთე უნდა იყოს გადამდები. კარგია, თუ სხვა დაწესებულებებიც გამოიჩენენ გულისხმიერებას ძალიან კარგი იქნება. ამ მოხუცებმა უნდა იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.”- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ენის ლექტორმა, საქველმოქმედო აქციის ჩატარების ერთ-ერთმა ინიციატორმა სალომე ლაღაძემ.
“ჩვენთან, მოხუცთა პანსიონატში მოდიან ბაღებიდან ,სკოლებიდან, ერთ-ერთი ჰოლანდიოური ჯგუფი იყო მოსული და ბენეფიციარებისათვს კონცერტი ჩაატარა, ქუთაისის სასულე ორკესტრი იყო. ქალაქიდან აქტიურობა ძალიან დიდია. მადლობა მინდა გადავუხადო ამ დღისათვის აქციის ორგანიზატორებს. დღეს აქ ყველა მოხუცი ვერ მოვიდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ვინც მოახერხა მოსვლა მათთვის ძალიან კარგი აქციაა.” – განაცხადა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის უფროსმა მალხაზ ბადირეიშვილმა.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 95 ბენეფციარი ცხოვრობს.