პოლიციამ ქუთაისში მობილური ტელეფონის ქურდობის გამო
არასრულწლოვანი დააკავა. ბრალდებულმა “ჯეოსელის” ოფისიდან 5 მობილური ტელეფონი მოიპარა.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, კომპანია “ჯეოსელის” ოფისში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სარეალიზაციოდ გამზადებულ 5 მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული არასრულწლოვანი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბაღდათში დააკავეს,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება არაერთგზის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე