ტყიბულში გაფიცული მეშახტეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციები ხვალ მასშტაბურ სახეს მიიღებს და მასში სასწავლო დაწესებულებები და ადგილობრივი მცხოვრებლები ჩაერთვებიან.

“ხვალიდან მთელი ქალაქი გამოვა. ბაღები, სკოლები, მაღაზიები- მთელი რაიონი აქციაში ჩაერთვება. შახტა არის ვერტიკალი, რომელზეც დამოკიდებულია მთელი ქალაქი. თუ შახტა არ იქნა, მთელი ქალაქი დაიღუპება. მეტი შემოსავალი ამ რაიონს არ გააჩნია,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, ტყიბულში საპროტესტო აქცია დილიდან დაიწყო. მეშახტეები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *