ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას ჭიათურიდან უცხადებენ. ტყიბულის საქართველოს
მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის მეორადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ნეფარიძემ განცხადება გაავრცელა.
,,დაახლოებით, 30-მდე მეშახტემ ტყიბულში დაიწყო საპროტესტო აქცია , რითაც მოითხოვენ იქ არსებული სახელფასო დავალიანების გადახდას. ტყიბულელო მეშახტეებო, იცოდეთ, ჭიათურელი მაღაროელების სახელით გიცხადებთ სრულ სოლიდარობას და ვაცხადებთ სრულ მზაობას საჭიროების შემთხვევაში ვიყოთ თქვენს გვერდით და ვიბრძოლოთ მანამ, სანამ არ მოახდენს დამსაქმებელი თქვენი სახელფასო დავალიანების დაფარვას”.- აცხადებს გიორგი ნეფარიძე.
შეგახსენებთ, ტყიბულში 30-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს მანამ ამბობებნ, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა არ მოხდება. ასევე ისინი ნახშირმოპოვების პროცესთან დაკავშირებთ ინფორმაციას ითხოვენ.
მეშახტეებს შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა.