ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას ზესტაფონიდან უცხადებენ. ზესტაფონის
ფეროშენადნობთა პროფკავშირების სახელით განცხადება პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ცერცვაძემ გაავრცელა.
,,ვუერთდები ტყიბულელი მეშახტეების სამართლიან პროტესტს და მოვუწოდებ სახელმწიფოსა და კომპანიას, რომ დროულად გადაჭრან ტყიბულელი მეშახტეების პრობლემა”.- განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, ტყიბულში 30-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს მანამ ამბობებნ, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა არ მოხდება. ასევე ისინი ნახშირმოპოვების პროცესთან დაკავშირებთ ინფორმაციას ითხოვენ.
მეშახტეებს შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა.
ფოტო: მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები