ბაღდათში ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მაიაკოვსკის
სახლ-მუზეუმის ეზოსა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი ბაღდათში პირველად ჩატარდება.
ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა. ფესტივალი ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, კერძო სექტორის განვითარებას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.
ფესტივალის ინიციატორი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე