ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩა #53-ის მიმდებარედ, ხარაზოვის
სკვერში დინამიკური პროგრამირებადი შადრევნის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 354 ათას 589 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამორტიზებული შადრევნის ადგილზე ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დასასვენებელ- გასართობი კომპლექსი მოეწყობა.
სატენდერო წინადადებების მიღება 2 ოქტომბერს დაიწყება და 7 ოქტომბერს დასრულდება.