2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 88 138 მგზავრს მოემსახურა.
სტატისტიკა აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 22%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აგვისტოს თვეში აეროპორტში 261 რეისი შესრულდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 235.
ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია “ვიზეარი” ოპერირებს. იგეგმება ბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია “რაინეარის” შემოსვლაც.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”