ქუთაისის მერია საბავშვო ატრაქციონების შესაძენად ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 ათას 955 ლარია. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი.

ატრაქციონები კ.მესხის ქუჩის პირველის შეს. N31-ის მიმდებარედ და ბუკიას ქუჩის N31-ის მიმდებარედ განთავსდება.

სატენდერო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *