2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა
რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
მათივე განმარტებით, პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს: მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონის და თბილისის ეროვნულ პარკს.
მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე